GMSchool


  • ბავშვებისთვის სწავლის პროცესი გავხადოთ სახალისო და სიანტერესო.
  • შევაყვაროთ და სიღრმისეულად შევასწავლოთ მოსწავლეს საგნები.
  • ბავშვებს განუვითაროთ ლოგიკური მსჯელობისა და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარები, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნება.
  • შევქმნათ მეგობრული გარემო.

Gmschool - თანამედროვე, განსხვავებული და ძალიან სახალისო მათემატიკური საშაბათო სკოლა. არასოდეს ყოფილა მათემატიკა ასეთი საინტერესო პატარებისთვის, როგორც ჩვენთან. ჩვენი მიზანია, შევაყვაროთ და სიღრმისეულად შევასწავლოთ მოსწავლეს მათემატიკა, მოზარდებში განვავითაროთ ლოგიკური მსჯელობისა და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარები, ასევე შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნება.

ბავშვებს განტვირთვასა და წვრილი მოტორიკის განვითარებაში ხელოვნების გაკვეთილი ეხმარება. მოზარდების სწორ განვითარებაზე ჩვენი ახალგაზრდა და სანდომიანი ფსიქოლოგები ზრუნავენ. სასწავლო პროცესში ჩასმულია შემეცნებითი კურსი „სამყარო და ჩვენ“,სადაც ბავშვები გაეცნობიან სხვადასხვა საინტერესო თემებს: ეკოლოგიაზე,ჰიგიენაზე,ჯანსაღი ცხოვრების წესზე და ა.შ.

საშაბათო სკოლებში ასევე ფუნქიონირებს ჭადრაკის წრე, რომელსაც ფიდეს სერტიფიცირებული მწვრთნელი, საერთაშორისო ოსტატი,ქალთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი პარმენ გელაზონია ხელმძღვანელობს და სასწავლო პროცესსაც თავად უძღვება.

Gmschool-ის საშაბათო სკოლაში 3-საათიანი სწორად გაწერილი სასწავლო გეგმა საგნების სიღრმისეულ და საფუძვლიან სწავლებას უზრუნველყოფს, ისე რომ პროცესი სახალისო და საინტერესო იყოს მოსწავლისთვის.

ხარისხიანი სწავლების გარანტი კი - Gmschool- ის პროფესიონალი გუნდია.


მოსწავლეებს დამატებით ვთავაზობთ:

მათემატიკა VII-XII კლასი
ფიზიკა VII-XII კლასი
უნარები XI-XII კლასი
ინგლისური I-XI კლასი
ფსიქოლოგთან ინდივიდუალური შეხვედრები I-XII კლასი.