ლოგიკა

ლოგიკაში მეცადინეობები ტარდება, არაერთ კერძო სკოლაში აპრობირებული ინოვაციური მეთოდებით, რომელიც ოლიმპიადა „ევერესტის“დამფუძნებლის, დაჩი ნანობაშვილის მიერ არის შედგენილი და სასწავლო პროცესსაც თავად უძღვება.

მათემატიკა მხოლოდ რიცხვები და მოქმედების ნიშნები როდია. უნდა შევეცადოთ, პატარებს ადრეული ასაკიდანვე შევაყვაროთ ფიქრი და აზროვნება, მოზარდებში განვავითაროთ ლოგიკური მსჯელობისა და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარები, ასევე შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნება.სწავლის პროცესის დროს ასევე მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა და გონების მუდმივი გავარჯიშება.

თამაშის სახით მიწოდებული ამოცანები აამაღლებს ბავშვის ცნობიერებას, განუვითარებს შემეცნებით და შემოქმედებით უნარებს, მიაჩვევს ფიქრსა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

სწავლის პროცესი სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით უფრო საინტერესო ხდება.

Gmschool-ი აქტიურად იყენებს ინოვაციურ მეთოდებს. ერთ– ერთი მათგანია:

წყვილებში და ჯგუფში მუშაობა!

სასწავლო პროცესის ფორმირების ორგანიზებაში აღსანიშნავია წყვილებში და ჯგუფში მუშაობა.სტანდარტული გაკვეთილის დროს ძირითადად აქტიურობენ ძლიერი მოსწავლეები. თანამშრომლობითი პედაგოგიკა კი გვათავაზობს სხვაგვარ სწავლებას.პრაქტიკამ აჩვენა,რომ ერთობლივი სწავლა არამარტო იოლი და საინტერესოა,არამედ ეფექტიანიცაა. ჯგუფური მუშაობის დროს მასწავლებელი სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს:ამოწმებს სამუშაოს მსვლელობას,რეაგირებს კითხვებზე,არეგულირებს კამათსა და მუშაობის თანმიმდევრობას. წყვილებში და ჯგუფებში მუშაობა: ქმნის ინტელექტუალური დაძაბულობისა და ემოციური დამუხტვის ველს. მოსწავლეებს სძენს ქცევის გამოცდილებას. ავითარებს თანამშრომლობისა და მოსმენის უნარ–ჩვევებს. ავითარებს პასუხისმგებლობის გრძნობას.