მათემატიკა

არასოდეს ყოფილა მათემატიკა ასეთ ისაინტერესო პატარებისთვის, როგორც ჩვენს საშაბათო სკოლაში.

ჩვენი მიზანია, შევაყვაროთ და სიღრმისეულად შევასწავლოთ მოსწავლეს მათემატიკა, ვაჩვენოთ მისი გამოყენება ყოფა–ცხოვრებაში.

მოსწავლეებს ზოგჯერ მათი ასაკისთვის შეუფერებელ დავალებებს აძლევენ. უნდა გვახსოვდეს, რომ ასეთი ტიპის დავალებებმა შესაძლებელია დააფრთხოს ბავშვი, გაუჩინოს განცდა, რომ მათემატიკა რთული საგანია. სასკოლო მათემატიკის შესწავლისთვის სულაც არ არის საჭირო განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭი. საკმარისია ფეხდაფეხ მივყვეთ პროგრამას და თანმიმდევრულად მივაწოდოთ მოსწავლეს ინფორმაცია.

პროფესიონალ პედაგოგთა მეგობრული გუნდი საგნის სიღრმისეულ შესწავლას უზრუნველყოფს.

გთავაზობთ GMS-ის საშაბათო სკოლაში ამოხსნილ და განხილულ რამდენიმე ამოცანას.

მე–3 კლასი

მაიკოს, გოჩას და გიორგის აქვთ ჩურჩხელები. ერთ–ერთს აქვს 3 ჩურჩხელა, ერთ–ერთს –– 6, ხოლო ერთ–ერთს კი–9. ცნობილია, რომ გოჩამ გიორგის მისცა 7 ჩურჩხელა. ამის შემდეგ მაიკომ გოჩას მისცა 2 ჩურჩხელა. რამდენი ჩურჩხელა აქვს ახლა გოჩას?

1) სამი
2) ოთხი
3) ხუთი
4) ამის გაგება შეუძლებელია, რადგან არ ვიცით, რამდენი ჩურჩხელა ჰქონდა გოჩას თავდაპირველად.

მე–4 კლასი

გოგიტა ახლა 12 წლისაა, იგი სამი წლის შემდეგ თემოზე სამჯერ უფროსი იქნება. რამდენი წლისაა ახლა თემო?

1) ორის
2) სამის
3) ოთხის
4) ხუთის

ვახო, კოტე და ირაკლი თხუტმეტსართულიან კორპუსში ცხოვრობენ. ირაკლისა და კოტეს ბინებს შორის სამი სართულია, კოტესა და ვახოს ბინებს შორის – კი ორი სართული. ცნობილია, რომ ირაკლი ბოლო სართულზე ცხოვრობს. რომელ სართულზეა ვახოს ბინა, თუ იგი კოტეზექვემოთ ცხოვრობს?

1) პირველ სართულზე
2) მერვე სართულზე
3) მეცხრე სართულზე
4) მეათე სართულზე

მე–5 კლასი

იმ დროში, რა დროშიც ეკა გამოჭრის ოთხ ფოთოლს, კესო გამოჭრის ორ ყვავილს. იმ დროში, რა დროშიც კესო გამოჭრის ერთ ყვავილს, თემო გამოჭრის ექვს ქოთანს. რამდენ ქოთანს გამოჭრის თემო იმ დროში, რა დროშიც ეკა გამოჭრის ექვს ფოთოლს?

1) ცხრა ქოთანს
2) თორმეტ ქოთანს
3) თვრამეტ ქოთანს
4) ოცდაოთხ ქოთანს

ცოტნე ახლა 18 წლისაა. როდესაც მისი წლოვანება ორჯერ მეტი გახდება, მაშინ იგი ორჯერ პატარა იქნება ბებიაზე. რამდენი წლის იყო ბებია მაშინ, როდესაც ცოტნე ორჯერ პატარა იყო, ვიდრე ახლაა?

1) 36 წლის
2) 45 წლის
3) 54 წლის
4) 63 წლის

მე–6 კლასი

ათ ფურცელზე წერია ერთმანეთისგან განსხვავებული თითო–თითო ციფრი (0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9). ხუთმა მეგობარმა აიღო ორ–ორი ფურცელი. ცნობილია, რომ არცერთ მათგანს არ აუღია ისეთი ორი ფურცელი, რომ მათზე დაწერილი ციფრების ჯამი ორნიშნა რიცხვი ყოფილიყო, ქვემოთ მოცემული რომელი წინადადებაა ჭეშმარიტი?

1) ერთ–ერთი მეგობრის მიერ აღებულ ორ ფურცელზე დაწერილი ციფრების ჯამია 9.
2) ერთ–ერთი მეგობრის მიერ აღებულ ორ ფურცელზე დაწერილი ციფრების ჯამია 8.
3) ერთ–ერთი მეგობრის მიერ აღებულ ორ ფურცელზე დაწერილი ციფრების ჯამია 7.
4)ერთ–ერთი მეგობრის მიერ აღებულ ორ ფურცელზე დაწერილი ციფრების ჯამია 6.

A და B პუნქტებიდან ერთდროულად ერთმანეთის შემხვედრი მიმართულებით ორი ქვეითი გამოვიდა. A პუნქტიდან გამოსული ქვეითის სიჩქარე იყო 5 კმ/სთ, B პუნქტიდან გამოსული ქვეითის სიჩქარე კი 6 კმ/სთ. A პუნქტიდან გამოსული ქვეითი ყოველი 1 საათი სიარულის შემდეგ ისვენებდა 1 საათის განმავლობაში. B პუნქტიდან გამოსული ქვეითი ყოველი 2 საათის სიარულს შემდეგ ისვენებდა 2 საათის ანმავლობაში. რა მანძილია A და B პუნქტებს შორის, თუ ცნობილია, რომ ქვეითები ერთმანეთს მოძრაობის დაწყებიდან 10 საათის შემდეგ შეხვდნენ?

1) 110 კმ
2) 61 კმ
3) 55 კმ
4) 43 კმ