მომსახურების წესები და პირობები

1. კომპანიის შესახებ

1.1. კომპანია ჯიემეს– ი (შემდგომში კომპანია) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით რეგისტრირებულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, რომლის მიზანია:

• ბავშვებისთვის სასწავლო პროცესი გახდეს სახალისო და საინტერესო.
• შევაყვაროთ და სიღმისეულად შევასწავლოთ მოსწავლეს საგნები.
• მოზარდებს განუვითაროთ ლოგიკური მსჯელობისა და საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარები, შემოქმედებითი და კრეატიული აზროვნება.
• შევქმნათ მეგობრული გარემო

1.2. ამ მიზნით გახსნილია საშაბათო მათემატიკური სკოლა, ინდივიდუალური მეცადინეობები: მათემატიკა+წიგნიერება, მათემატიკა + ლოგიკა, ინგლისური, ჭადრაკი,მეხსიერების აკადემია , სადაც მოზარდები ირიცხებიან შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში, გადიან პროგრამას კომპანიის მიერ დამტკიცებული მეთოდოლოგიით და სასწავლო პროგრამით, რომელიც ფარავს ეროვნულ სასწავლო გეგმას. კომპანია აწვდის ანგარიშებს მშობლებსა თუ მეურვეებს.

1.3. სწავლების მეთოდოლოგია მუდმივად განიცდის ცვლილებებს, რაც კომპანიის ექსკლუზიური უფლებაა და არ არის სავალდებულო მესამე პირებთან შეთანხმება.

1.4. შპს „ჯიემეს“ ; ს/კ. 400180754
ანგარიშის ნომერი: GE45BG0000000735822600 GEL
ცენტრის ვებ-გვერდის მისამართია http://gmschool.ge/
სოციალური ქსელის მისამართი: facebook/gmschool.ge
საკონტაქტო ინფორმაცია: 577687531; 577687532; 2930890

2. რეგისტრაცია

2.1 მშობელი ან მეურვე არეგისტრირებს მოსწავლეს ორი გზით:
2.1.1 ელექტრონული ფორმით - შედის ვებ-გვერდის შესაბამის ველზე, ავსებს ყველა საჭირო ინფორმაციას.
2.1.2 ცენტრში ვიზიტით - საჭიროა ვიზიტის დაგეგმვა (ტელეფონზე წინასწარი ჩაწერის გზით), ცენტრში მოსვლა, სარეგისტრაციო ფორმის შევსება.

2.2. მომხმარებელი რეგისტრირდება მინიმუმ ერთი თვით. სავალდებულოა ერთი თვის წევრობის საფასურის გადახდა.

2.3. მომხმარებელმა, წევრობის შეწყვეტის შესახებ, მინიმუმ 2 კვირით ადრე უნდა აცნობოს ადმინისტრაციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ვალდებულია დაფაროს გაცდენილი მეცადინეობების საფასური.

2.4. რეგისტრაცია შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვინც ეთანხმება კომპანიის წესებსა და პირობებს.

3. კომპანიის უფლებები

3.1. ცენტრში რეგისტრაციით, მომხმარებელი თანახმაა, კომპანიამ გამოიყენოს მისი და წევრების პირადი მონაცემები და რეგისტრაციის დროს მიწოდებული სხვა ინფორმაცია, სერვისების გაუმჯობესების მიზნით ან/და სხვადასხვა სტატისტიკისა თუ მარკეტინგული მიზნებისთვის.

3.2. კომპანია ჯიემეს–ი ადასტურებს, რომ მომხმარებლისა და წევრის პირადი მონაცემების მესამე პირისთვის გადაცემა არ მოხდება მომხმარებლის თანხმობის გარეშე.

3.3. ცენტრს უფლება აქვს შეცვალოს სერვისები, შეცვალოს საფასო პოლიტიკა იმ ფორმით, როგორც კომპანია ჩათვლის საჭიროდ.

4. ქცევის წესები

4.1. ჯიემეს–ის გუნდი პასუხისმგებელია მოსწავლეებზე მხოლოდ ცენტრის ტერიტორიაზე ან ცენტრის მიერ დაგეგმილ გასვლით ღონისძიებებზე.

4.2. მშობელი ან მეურვე პასუხისმგებელია, გაკვეთილის დასრულებისას თავად უზრუნველყოს ბავშვის გაყვანა ცენტრიდან, ან ეს ფუნქცია დააკისროს მის მიერ მინდობილ პირს.

4.3. მშობელი ვალდებულია, გააფრთხილოს ცენტრის ადმინისტრაცია მოსწავლის სპეციალური სამედიცინო საჭიროებების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4.4. სხვა მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინების გამო, მშობელი ვალდებულია, არ მიიყვანოს მოსწავლე ცენტრში იმ დღეს, როდესაც მოსწავლეს აქვს ვირუსის ან მსგავსი ნიშნები.

4.5. მშობელმა მოსწავლე დროულად უნდა მოიყვანოს გაკვეთილზე.

4.6. მოსწავლის გაყვანა ცენტრიდან უნდა მოხდეს დროულად გაკვეთილის დასრულების შემდგომ.

4.7. სასწავლო პროცესის დროს მოსწავლეების მობილურ ტელეფონებს ან სხვა ტექნიკას, რომელსაც სასწავლო დანიშნულებით არ ვიყენებთ, შეაგროვებს მასწავლებელი და შეინახავს გაკვეთილის დასრულებამდე.

5. მეცადინეობის ჩატარების პირობები

5.1. მოსწავლე ვალდებულია მეცადინეობაზე გამოცხადდეს დანიშნულ დროს.

5.2. მოსწავლის მიერ გაცდენილი საათები სკოლის მხრიდან არ ანაზღაურდება.

5.3. ცენტრი ვალდებულია, თავისი მიზეზით გაცდენილი გაკვეთილი აანაზღაუროს, გარადა ოფიციალური დასვენების დღეებისა.

6. აკრძალული ნივთები ცენტრში

ცენტრში აკრძალულია შემდეგი ნივთების შეტანა:
თამბაქოს ნაწარმი, ყველანაირი სახის იარაღი და ბასრი ნივთები, ძვირადღირებული ნივთები, ან დიდი ოდენობის ფული,ასაფეთქებელი და მომწამლავი ნივთიერება

7. კონფიდენციალობა

რეგისტრირებულმა პირმა უნდა დაიცვას სარეგისტრაციო და სხვა მონაცემების კონფიდენციალობა, არ გაანდოს ის მესამე პირს.პაროლის საიდუმლოობასა და მის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება თავად მომხმარებელს. მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მისი სარეგისტრაციო მონაცემების გამოყენებით ჩადენილ ყველანაირ ქმედებებზე. მომხმარებლის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია უსაფრთხოდ ინახება კომპანიასთან და რჩება კონფიდენციალური, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მოითხოვს ასეთი ინფორმაციის გადაცემას.

8. კანონმდებლობა

8.1. ცენტრსა და რეგისტრირებულ მომხმარებელს შორის არსებული ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.

8.2. კომპანიასა და მომხმარებელს შორის რაიმე გაუგებრობის წარმოშობის შემთხვევაში მხარეები ეცდებიან შეთანხმდნენ მოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავები განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.